მაქვს დიდი იმედი, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, მრავალპარტიული პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი არჩევანი კოტე აფხაზის ქუჩაზე, 67-ე სკოლაში გახსნილ უბანზე დააფიქსირა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხმა მისცა მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას, რომელმაც მისი თქმით, პანდემიის და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დროს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

“მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი პარლამენტი, მრავალპარტიული, ეს არის ის რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, 9 პარტიას მისცა ხმა და მე მგონი ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს. ეს პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიიდან და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძნელად წარმომიდგენია რომ ბიუჯეტი მივიღოთ ისე, რომ ყველა არ მონაწილეობდეს,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

“რუსთავი2′