რუსეთი გაერთიანებული სამეფოს 25 მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა „მაგნიტსკის საქმესთან“ დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ მიიღო.
„ბრიტანეთის არამეგობრულ ქმედებებზე საპასუხოდ და ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, რუსეთის მხარემ გადაწყვიტა, ბრიტანეთის 25 მოქალაქის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დაეწესებინა. აღნიშნულ პირებს რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლა ეკრძალებათ“, – განაცხადა ზახაროვამ.
მიმდინარე წლის ივლისში გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რუსეთის 25 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.