საპასუხო ეკონომიკური სანქციები მომავალი წლის ბოლომდე გახანგრძლივდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გარკვეული ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული საპასუხო ეკონომიკური სანქციების 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

2014 წლის მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ, იაპონიამ, შვეიცარიამ, ახალმა ზელანდიამ და ისლანდიამ რუსი კერძო და იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყეს. ამის საპასუხოდ, 2014 წლის 6 აგვისტოს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-დან, ევროკავშირიდან, ნორვეგიიდან, ავსტრალიისა და კანადიდან გარკვეული სახის საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით.