მოძებნეთ თქვენი კალიბრის კლასტერი და იტირეთ დილამდე – ნუ შეაწუხეთ გული!- დიტო ბიძინაშვილი

ხალხის ნაწილი ისე არის დანევროზებული და დაპანიკებული, სადომაზოხიზმამდე არიან მისულები.

 


ან წერა-კითხვა არ იციან ან ისე არიან დასტრესილები, რომ ელემენტარული აზრის გამოტანა უჭირთ თუ რას კითხულობენ.
იმედიან სიტყვას რომ ეტყვი ზოგიერთს, ნერვები ეშლებათ.
ამგენს რომ უწერო – ვერ გადავრჩებით, რიონ-მტკვარში გადავხტეთ, თავი ჩამოვიკიდოთ, მეტეორი გვიახლოვდება, არაფერი გვეშველება – აი ზუსტად ასეთ კომენტარებს და პოსტებს მოგიწონებენ.
აახვიეთ სუყველამ, არ მჭირდება თქვენი გლოვა და გოდება, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ვერ მიშველის ვერც მე და ვერც ვერავის.
აბა ვირუსის არ გჯერა?
დღეს 5000 ათასი კაცია, ხვალ 10000 იქნება.
აბა პირბადეს არ იკეთებ?
თუ არ გეშინია ე.ი სიფრთხილეს არ იჩენ?
პაშოლ ნა @@@ თქვენი კომენტარებიანად.
კიბოც არსებობს და კიდევ უამრავი მძიმე დაავადება, ბოდიში რომ თავს ვერ ვიკლავ წინასწარ მაგის შიშით.
მოძებნეთ თქვენი კალიბრის კლასტერი და იტირეთ დილამდე და ისე უკომენტარეთ, ხო შეაწუხეს გული.
არა მკითხე მოამბე, მიტყიპე და მიაგდეო, ასეა ზუსტად.

დიტო ბიძინაშვილი