არ გაგიკვირდეთ, თუ რუსის ჯარი ფოთი-სენაკის მაგისტრალზე გადმოვა!- მანანა უძილაური

მანანა უძილაური სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დასავლური გრანტებით მსუყედ დანაყრებული, ევროპაში ვოიაჟებით ქანცგამოცლილი, ჩვენი ღრმად პატივცემული პოლიტ. ექსპერტების გარკვეული ჯგუფი და სხვადასხვა მავნე მოპოლიტიკოსო ინდივიდები…რომლებიც წლების განმავლობაში ატყუებდნენ საქართველოს მოსახლეობას ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას და მთელი 30 წელი მორგებულები იყვნენ პოლიტიკური ელიტის ინტერესებზე…ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების თაობაზე!
ზემოთ აღნიშნული მიმართვა, კავკასიის რეგიონში სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით მძიმე პოლიტიკურ ჩიხს და ჩრდილოეთკავკასიის სეპარატიზმის ახალი ტალღის წარმოქმნის წინაპირობას ქმნის….რასაც რუსეთი, იძულებული გახდება მყისიერად უპასუხოს!
ამიტომ, არ გაგიკვირდეთ თუ რუსის ჯარი ფოთი-სენაკის მაგისტრალზე გადმოვა!
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ,,მათ,, მიგვატოვეს 1921 -ში, 1991-92 -ში და 2008 -ში!
დავკარგეთ ორი რეგიონი, ათასობით ახალგაზრდა, მივიღეთ ათასობით დევნილი და დღემდე არ აქვთ პასუხი რას შეწირეს ყველა და ყველაფერი!
p. s.
გახსოვდეთ!
საშიშროების მოლოდინში მყოფი დათვი, საკუთარ ბელებსაც არ ინდობს!
ეს ჩემი ბოლო სტატუსია…
მიმდინარე პროცესებზე!
უფალი ჰფარავდეს საქართველოს!

მანანა უძილაური