“ჰიგიენის ელემენტარილი საშუალებებიც კი არ გვქონდა ბავშვებს, რომ აქ წამოვსულიყავით. ორ ფეხბურთელს ბუცები არ ჰქონდა – ერთმა იყიდა, ერთს არ ჰქონდა და დახეული ბუცებით თამაშობდა” – ამბობენ ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელები, რომლებმაც გუშინ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელებმა თქვეს, რომ ოთხი თვის ხელფასი აქვთ არ ჩარიცხვიათ, კლუბის წარმომადგენლებს კი სესხის აღება მოუწიათ იმისთვის, რომ ფეხბურთელები რუმინეთში გასამგზავრებლად მომზადებულიყვნენ.
ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=418464792502568
„აუცილებლად ბარსელონას თუ არ მოვუგეთ, ისე არ გვაძლევთ ხომ ხელფასებს?“, – ნათქვამია საფეხბურთო კლუბის მიერ 10 ნოემბერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
„ლანჩხუთი“ 2019 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის ჩემპიონია.
წყარო: reginfo.ge