ასტრონომები დეკემბერში უიშვიათეს მოვლენას ელოდებიან

ასტრონომების თქმით, უიშვიათესი მოვლენის დანახვა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი ღამის ცაზე.

აშშ–ის რაისის უნივერსიტეტის ასტრონომებმა გამოთვალეს, რომ 21 დეკემბერს, მზის ჩასვლის შემდეგ, იუპიტერი და სატურნი ერთმანეთს მაქსიმალურად დაუახლოვდებიან, ნათქვამია phys.org–ზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

​მკვლევარების თქმით, ორ პლანეტას შორის ესოდენ მცირე დაშორება, რაც ღამის ცაზე გამოჩნდება, შუა საუკუნეების შემდეგ არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ გაზის ორი გიგანტი პერიოდულად, დაახლოებით ოც წელიწადში ერთხელ, უახლოვდება ხოლმე ერთმანეთს, თუმცა ასეთი მინიმალური დაშორება მათ შორის ბოლოს 1226 წლის 4 მარტის გამთენიისას შენიშნეს.

ამერიკელი ასტრონომების განმარტებით, 16–25 დეკემბერს იუპიტერსა და  სატურნს შორის ხილული მანძილი სავსე მთვარის დიამეტრის ერთი მეხუთედი იქნება, რაც ორმაგი პლანეტის შთაბეჭდილებას შექმნის.

გავრცელებული ინფორმაციით, მოვლენა საუკეთესოდ ეკვადორიდან გამოჩნდება, თუმცა, კარგი ამინდის პირობებში, მისი დანახვა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი. სატურნი და იუპიტერი ცის დასავლეთ ნაწილში მზის ჩასვლიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გამოჩნდებიან.

ორი პლანეტა მაქსიმალურ მანძილზე ერთმანეთს მომდევნო ჯერზე 2080 წლის 15 მარტს მიუახლოვდება, შემდეგ კი უკვე მხოლო 2400 წელს.

“სპუტნიკი”