სან ხოსეში ბაპტისტურ ეკლესიაში თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქალაქ სან ხოსეში (აშშ, კალიფორნია) ბაპტისტურ ეკლესიაში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას AP ავრცელებს.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებულები.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: ptn.ge