ჩვენ გავიმარჯვებთ! – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter- ზე წერს. ის დარწმუნებულია, რომ ზოგიერთ შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის დროს ბიულეტენები უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამომრჩევლები, რომელთაც ხმა მისცეს.
“ზოგიერთ შტატში უფრო მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა. ნუთუ ამას მნიშვნელობა არ აქვს? დამკვირვებლების ხელის შეშლა, ყალბი ბიულეტენები და კიდევ ბევრი დარღვევა. ჩვენ გავიმარჯვებთ!” – წერს ტრამპი.
In certain swing states, there were more votes than people who voted, and in big numbers. Does that not really matter? Stopping Poll Watchers, voting for unsuspecting people, fake ballots and so much more. Such egregious conduct. We will win!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) November 23, 2020
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ეს არჩევნები სრულად გაყალბებულია.
წყარო: ptn.ge