რუსულმა „ადმირალ ვინოგრადოვმა“ აშშ–ის „ჯონ მაკკეინი“ შეაჩერა, რითაც რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა აღკვეთა

სამინისტრო აზუსტებს, რომ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესული „ჯონ მაკკეინი“ საზღვრის ხაზს ორი კილომეტრით გაცდა.

 

 რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის კუთვნილმა ხომალდმა „ადმირალ ვინოგრადოვმა“ აშშ–ის სამხედრ–საზღვაო ფლოტის კუთვნილი ესკადრონული ნაღმმზიდი შეაჩერა, რითაც რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა აღკვეთა, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„წყნარი ოკეანის დიდმა ნავსაწინააღმდეგო ხომალდმა „ადმირალმა ვინოგრადოვმა“ აშშ–ის სამხედრო საზღვაო ფლოტის ესკადრონული ნაღმმზიდის, „ჯონ მაკკეინის“ მიერ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა შეაჩერა პეტრე დიდის ყურეში“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამინისტრო აზუსტებს, რომ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესული „ჯონ მაკკეინი“ საზღვრის ხაზს ორი კილომეტრით გაცდა.

„ადმირალმა ვინოგრადოვმა“, ახორციელებდა რა ამერიკულ ესკადრონულ ნაღმმზიდზე უშუალო თვალთვალს, კავშირის საერთაშორისო ხაზის მეშვეობით გააფრთხილა უცხოური ხომალდი მსგავსი ქნედებების დაუშვებლობაზე და გამტარნავი მანევრის გამოყენების შესაძლებლობაზე დამრღვევის ტერიტორიული წყლებიდან განსადევნად“, — ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ამერიკულმა ხომალდმა, გაფრთხილების მიღების შემდეგ, კურსი შეცვალა და ნეეიტრალურ წყლებში გავიდა.