BBC – ავიაკომპანია Qantas-ის მგზავრებს კორონავირუსის ვაქცინაციის ცნობის წარმოდგენა დასჭირდებათ

ავიაკომპანია Qantas-ის მგზავრებს უახლოეს მომავალში კორონავირუსის ვაქცინაციის ცნობა დასჭირდებათ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas-ის დირექტორი, ალან ჯოისი აცხადებს, რომ საერთაშორისო მგზავრებს უახლოეს მომავალში კორონავირუსის ვაქცინაციის ცნობის წარმოდგენა დასჭირდებათ.

დირექტორის თქმით, აღნიშნული ცვლილება მაშინ შევა ძალაში, როდესაც ვაქცინაცია მსოფლიო მასშტაბით შესაძლებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიამ უცხოელებისთვის საზღვრები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაკეტა.

წყარო: ptn.ge