ბელარუსის თვითაღიარებულმა, “რასკოლნიკურმა” ეკლესიამ ლუკაშენკო ანათემას გადასცა

საქართველოს საინფორმაციო სააგენტოები ერთხმად აჟღერებენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს “ბელარუსის მართლმადიდებლურმა ავტოკეფალიურმა ეკლესიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ანათემას გადასცა“.

 

ამდენად, გავაკეთებ აუცილებელ განმარტებას:  ბელარუსის მართლმადიდებლური ავტოკეფალიური ეკლესია ბუნებაში არ არსებობს! ესაა: ბელარუსის თვითაღიარებული, რასკოლნიკური ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია- Самопровозглашенная Белорусская автокефальная православная церковь (БАПЦ) საიტი, რომლის შესახებაც შეგიძლიათ სრული ინფორმაცია მიიღოთ აქ.

სწორედ, ბელარუსის თვითაღიარებულმა, რასკოლნიკურმა  ეკლესიამ გადასცა ანათამას პრეზიდენტი ლუკაშენკო. მათ განცხადებაში, რომელსაც არანაირი ძალა არ გააჩნია, ნათქვამია:

„ალექსანდრე ლუკაშენკო დიქტატორი, მკვლელი და ბელარუსი ხალხის მწამებელია. ეშმაკით შეპყრობილი მმართველის ბრძანებით, ჩვენი შვილები ჩვენს ძმებსა და დებს კლავენ და აბუჩად იგდებენ“.

 კონსტანტინე    ჩიკვილაძე