ბილ გეიტსი ირწმუნება, რომ ამ დროისთვის არსებული ყველა ვაქცინა გამოყენებისთვის ეფექტურია!

ბილ გეიტსი ირწმუნება, რომ ამ დროისთვის არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა გამოყენებისთვის ეფექტურია

Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი დარწმუნებულია, რომ ამ დროისთვის არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა გამოყენებისთვის ეფექტური იქნება. ამის შესახებ ბილ გეიტსმა CNN-ს განუცხადა.

ბილ გეიტსის თქმით, ის ელოდება, რომ სამომავლოდ AstraZeneca-ს Johnson & Johnson-ისა and Novavax-ის ვაქცინებიც იგივე წარმატებას მიაღწევენ, როგორსაც Pfizer-მა Moderna-მ.

“ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ თებერვლისთვის, სავარაუდოდ, ვაქცინის ყველა კანდიდატის ეფექტურობა და უსაფრთოხოება დამტკიცდება” – განაცხადა გეიტსმა.

მისი თქმით, ზამთრის განმავლობაში აშშ-ში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზრდება.

„ვირუსის ახალი შემთხვევები კვლავ იზრდება და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, თებერვლამდე გაგრძელდება. შესაძლოა, ზამთრის პერიოდში კორონავირუსით ყოველდღე 2 000 ადამიანი დაიღუპოს” – აღნიშნავს Microsoft-ის დამფუძნებელი.

გეიტსი ამერიკელებს სამედიცინო პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ვაქცინების წარმატების გამო მოსახლეობამ არ უნდა შეწყვიტოს წესების დაცვა. როგორც Microsoft-ის დამფუძნებელი ამბობს, ვაქცინები ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირებაზე ზეგავლენის მოხდენას გაზაფხულისთვის დაიწყებს.

წყარო: ptn.ge