სულ ვფიქრობდი, რა მეთოდით შესთავაზებდნენ ადამიანებს ჩიპს- აგერ ხდება ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ

ყოველთვის ვფიქრობდი, რა მეთოდით შესთავაზებდნენ ადამიანებს ჩიპს.
აგერ ხდება ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ.

 


ჯერ პირბადე;
შემდეგ ალბათ QR კოდები იქნება;
შემდეგ ვაქცინაცია, რომლის არ გაკეთების შემთხვევაში, ადამიანებს აეკრძალება ყველაფერი, ზუსტად ისე როგორც პირბადის არ მქონე ადამიანებს აქვთ აკრძალული;
ბოლოს ჩიპიზაცია….
ამათ შუაში კიდე ახალ ახალი პანდემიებით გაგვანებივრებენ.
ესაა ერთი სქემა. ერთი გეგმა – პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, გაგვაფრთხილა ჩვენმა პატრიარქმა.
წარმოიდგინეთ ახლა როგორმა შიშმა დაისადგურა ხალხში და მერე რა იქნება.
ესაა ადამიანის რობოტად გადაქცევის მეთოდი – ადამიანს არ ექნება თავისი ნება, უფროსწორად ადამიანის ნება იქნება უსარგებლო და ყველაფერს ისე გააკეთებს როგორც უბრძანებენ.
თქვენ გგონიათ, ილონ მასკმა იბლეფა, როდესაც თქვა – ნაურა ლინკის პროგრამა აქტიურად მუშაობს და ადამიანებს სალაპარაკო ენა აღარ დაჭირდებათო? ან 5, 6 და კიდევ შემდეგი G ინტერნეტი ჩვენი კეთილდღეობისთვისაა?
ასე შეხედეთ ამ ყველაფერს – ესაა თანამდეროვე მეცნიერება, ახალი ტექნოლოგიები რომელიც ადამიანს ღმერთს დააშორებს და ეშმაკამდე მიიყვანს, ეს იქნება საზოგადოება, რომელიც ყველაფერს მორჩილად გააკეთებს. ამიტომ შექმნეს ულტრა ლიბერალური პლაცდარმი, ამიტომ გამოათაყვანეს მასები, რომ იოლად მიეღოთ ის რასაც შეთავაზებენ და იოლად დაიმორჩილონ ხალხი შიშის გამო.
ამიტომ ნუ გექნებათ იმის განცდა რომმ ტრამპი გაიმარჯვებს(მგონი საერთოდ ვეღარ გაიმარჯვებს) ან სხვა ვინმე და დასრულდება ეს ფაშიზმი. ესაა აბსურდი! ჰოლივუდი, მსოფლიო ელიტა, რომის პაპი, მსოფლიო პატრიარქი, სოროსი, ბრიუსელის ხელმძღვანელობა, გაერო, მსოფლიო ბანკი, ქვეყნების მთავრობები და ოპოზიციები, ისინი ყველა დონეზე არიან და ჩათვალეთ, რომ ჰიდრას თავებია ჩვენს წინაშე – ერთს მოჭრი და ორი ამოდის.
გინდა ასე შეხედეთ ამ ამბავს და გინდა ისე, გამოსავალი თითოეული ადამიანის ხელშია და ყველა კაცი გამოიცდება.
ნუ შეგეშინდებათ, ნუ ამოიწურავთ იმედს – ეგაა ეშმაკის მთავარი იარაღი, ნუ იქნებით პანიკაში, ყველა ვარიანტში უფლის ხელში ვართ – ეს კი ყველაზე კარგად იგრძნეს იმ ათეისტებმა, რომლებიც სიცოცხლის ბოლო წუთებში, უფალს შველას ევედრებოდნენ.
ნუ იქნებით აფორიაქებულები, ღიმილითაც შეხედეთ ბევრ რამეს, მოსახდენი ყველა ვარიანტში მოხდება, უფალი არავის მიატოვებს. ეს ქვეყანა ისედაც ჩვენი გამოსაცდელია და მეტი არაფერი. ყველა გადარჩება ვინც უფალს არ მიატოვებს და სხვებს ვერც ფული უშველით, ვერც ბუნკერები და ვერც ვერაფერი.
ბოლო ჟამის ნიშნები იმდენად ცხადია, რომ მისი არდანახვა უკვე გარკვეული ნიჭს მოითხოვს ან საოცარ სიჯიუტეს – ამის დაუჯერებლობისთვის, ნუ გალანძღავთ ხალხს, მაგრამ გადარჩენაც გაუჭირდებათ, ისე მოულოდნელად დაატყდება თავს მათ ცნობიერებას ამდენი სიმძიმე, ვერ გაუძლებენ. პანდემია და ვირუსი, ბევრი იყო და ბევრი იქნება,ეს სულაც არ არის დასასრული, ადამიანების საქციელია ბოლო ჟამის ნიშნების მთავარი მაჩვენებელი – გულგრილობა, ადამიანობის შეგრძნების დაკარგვა, სოდომის მომრავლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მისი კანონად მიღება ანუ ეშმაკთან დებ ხელშეკრულებას.
უფალი მოწყალეა და ყველას გვიშველის – ჩემთვის მთავარია იქეთ გქვონდეს ნაშველი. შიშით არ იცხოვროთ და იმედით შეხედეთ ყველაფერს.

დიტო ბიძინაშვილი