გედევან ფოფხაძე თავის დროზე „ქართული ოცნებიდან“ წამოვიდა, ახლა – „სოლიდარობის ალიანსიდან“, რას გააკეთებს მომავალში პოლიტიკოსს ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს
ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დატოვა პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელი თვითონ იყო. ინფორმაციას პარტიის პრეს–სამსახური ადასტურებს.
ფოფხაძის წასვლის მიზეზი უცნობია.
ოპოზიციური პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ შეიქმნა 2020 წლის 7 ივნისს — პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ იმ წევრების მიერ, რომლებმაც მმართველი პარტია 2019 წლის ბოლოს დატოვეს. მისი ლიდერები და მნიშვნელოვანი ფიგურები ასევე არიან: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი.
პარტია საპარლამენტო არჩევნებზე გადიოდა მე–19 ნომრით. მან ამომრჩევლის ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო და პარლამენტს მიღმა დარჩა.
ფოფხაძე: მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი და ხალხს მოვუტან თავისუფლებას>>
სექტემბრის დასაწყისში პარტიის ლიდერებს გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილსა და ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდგინდათ. ორკვირიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკოსები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანის დაუბრუნდნენ, მაგრამ საკუთარ პარტიას პარლამენტში მოხვედრაში ვერ დაეხმარნენ.
“სპუტნიკი”