„ღია ცის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გასვლით აღნიშნული დოკუმენტი სიცოცხლისუნარიანობას კარგავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის კოემნტარს რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
შეკითხვაზე, ინარჩუნებს თუ არა აღნიშნული შეთანხმება რუსეთისთვის აქტუალობას აშშ-ის გასვლის შემდეგ, პესკოვმა აღნიშნა, რომ „დოკუმენტი თავის სიცოცხლისუნარიანობას კარგავს“.
ამერიკის შეერთებული შტატები „ღია ცის შეთანხმებიდან“ დღეს ოფიციალურად გავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ამერიკულმა მხარემ მაისში განაცხადა. შეთანხმების დატოვების მიზეზად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვება დაასახელა.