ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 111 818-ს შეადგენს.
ამ დროისთვის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 435, აჭარაში -1 077, ხოლო იმერეთში -33.
სულ 6 ოქტომბრიდან – 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 17 652 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 938 პირი, აჭარაში – 14 779, იმერეთში – 5 243.
“რუსთავი2”