მთავრობამ სისტემური „ლოკდაუნის“ გადაწყვეტილება არ მიიღო

დღეის მდგომარეობით შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მედიასაშუალებებით და მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გუშინ ან დღეს მთავრობა სისტემურ ლოკდაუნს გამოაცხადებდა. „კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ფართო კონსულაციების გზით მიიღება, რასაც მთავრობა უკევ აქტიურად ახორციელებს. „განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზუდვებს, რაც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვისთვის. ყველაზე ეფექტიანი საშუალება კვლავ არის პირბადე და სოციალური დისტანცია“, – განმარტა მინისტრმა.

 

“იმედინიუსი”