NATO-ს გენერალური მდივანმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ბრიუსელში მიიწვიეს

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრნენ.

აშშ-ის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში მომავალ წელს უნდა გაიმართოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგმა ჯო ბაიდენს ნატო-სა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

წყარო: report.ge