“ოცნებამ ქვეყანა ფაქტიურად გადაჩეხა და ვირუსის გავრცელებას კი ჩვენ გვაბრალებენ” – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე, ეხიანება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის წევრების განცხადებებს, რომლის თანახმად, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ქვეყანაში გამართულმა აქციებმა გამოიწვია.

დეკანოიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება პანდემიას ვერ გაუმკლავდა და ახლა ცდილობს ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალოს!

“ხელისუფლების სიმდაბლე ყველაზე უფრო მძაფრად იმაშიც გამოიხატება, რომ საკუთარ ხალხს აბრალებს ვირუსის გავრცელებას.

იმის მაგივრად გადაწყვეტილებებზე იმსჯელონ, ჯანდაცვის სისტემური ჯაჭვის გამართვაზე და დაღუპულ ეკონომიკაზე ილაპარაკონ – ოპოზიციის ბრალი ყოფილა ვირუსის გავრცელება…

წარმოუდგენელად რთულ მდგომარეობაში იგდებს ივანიშვილის ხელისუფლება თავს! ფაქტიურად მათ გადაჩეხეს ქვეყანა და ყველაფერს მაინც ჩვენ გვაბრალებენ …

ფრთხილად, და ისევ ოპოზიციის დასაცავები არ გახდეთ ხალხისგან!!!” – წერს ხატია დეკანოიძე.

წყარო: ptn.ge