ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჩვენი პარტნიორების პოზიციას. პრინციპში, არჩევნები რომ არის გაყალბებული, ყველა საერთაშორისო პარტნიორისგან მოვისმინეთ. უბრალოდ, ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვთანხმდებით გაყალბებული არჩევნების ფონზე, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენ ხოშტარიამ განაცხადა.
„ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ, მათ შორის პარტნიორებთან საუბარს. ჩვენი თვითმიზანი არ არის ბოიკოტი, ერთადერთი გამოსავალია იმ სიტუაციაში, რაც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. ოპოზიცია ვართ მუდმივად კონსულტაციების რეჟიმში, ველოდებით მესამე რაუნდს. „ოცნებას“ აქამდე, არათუ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ყოველი მათი ნაბიჯი, დაწყებული ცესკო-ს ოქმების შეჯამების არგანხილვით, ვითომ მეორე ტურის ჩატარებით, სადაც ხალხი არ მივიდა, უფრო და უფრო აღრმავებს კრიზისს” – განაცხადა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მყარია.
წყარო: newposts.ge