“ამ გონებაჩლუნგს, ან პარასკევს მოხსნიან და ან ახალ კაბინეტში საერთოდ არ წარადგენენ!” …

“საქინფორმის” მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს:

“ამ გონებაჩლუნგს, რომელსაც დღესაც “სათამაშო” აკლია, ან პარასკევს მოხსნიან. ან ახალ კაბინეტში არ წარადგენენ! ორი კვირა ვკვდები უპატრონოდ სახლში, 39 სიცხით – რა ოჯახის ექიმი, რის ჯანდაცვის ცხელი ხაზი და ა.შ?! 200 ლარად “სინეოში” სისხლის ანალიზები გამიკეთეს, 200 ლარად – ტესტი, ისევ ჩვენი ოქრის უბნის ექიმის ნანა გუდავაძის და ჩემი 40 წლის ძმაკაცების – პაატა ქავთარიას და ტატო ქაჯაიას იმედზე ვარ. თიკარაძე, შენსგან “ვერა ქობალია – 2” არ გამოვა, ამიტომ გირჩევ დატოვო საქართველო ან ილოცო, რომ წერილი წავიღო რაც შეიძლება მალე! იმიტომ რომ ხიდირბეგიშვილის გადაკიდებას ათი კორონას აკიდება გირჩევნოდეს! მთელ ნაცმოძრაობის პროპაგანდისტულ მანქანას “მთავარი არხის” მეთაურობით არ მიუტანია იმხელა ზარალი “ოცნების” იმიჯზე. როგორც შენ! და კიდე – ბატონო მუშკეტიორო ცერცვაძევ, “ასავალ-დასავალში” განრისხებულ ინტერვიუს მერე რატომ გაჩერდით?! როგორ და რატომ შეიცვალა ისე უცებ თქვენი დამოკიდებულება ჯანმოს მინისტრის მიმართ?! არ მითხრათ ეხლა, რომ თქვენი რეკომენდაციები და ხარვეზები ერთ კვირაში შეასრულა და ამიტომ შეგიყვარდათ ის! თუ შენც გაგაჩუმეს, ჩემო საყვერელო ბუ?! და თქვენ რატომ ხართ ჩემად, თბილისის ყველა კლინიკის ხელმძღვანელებო, ჩემთან პირად საუბრებში თიკარაძის დედის ….. რომ აგინებთ?! გეშინიათ, ხო, სამსახურის და შემოსავლის დაკარგვის?! ან თქვენ, ჟურნალისტებო?! იმიტომ, რომ გეშინიათ თიკარაძის – აქაოდა, ავად რომ გავხდე, “პა ბლატუ”, ანუ “ქართულ ჯიგრულ პონტში” დავურეკავ და დამეხმარება, რად მინდა პრობლემები აუტკივარ თავზე?! ანუ, გამოდის, რომ მარტო მე არ მეშინია სიკვდილის?! იდიოტი ვარ, თუ გველეშაპი?! არა, უბრალოდ ესეთი დამპლები ხართ სულ, ქართველი ჟურნალისტების 99%, ამიტომაც ვერ ვიტან, როცა ჟურნალისტს მეძახიან! ერთი რიგითი ქალაქელი კაცი ვარ, აბესალომ ხიდირბეგიშვილის შვილი. “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი.
და ბოლოს – მეზვრიშვილის გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო, მეორე ბურჯანაძე გვეზრდებოდა – ამბიციური მენტორი საშინელი გემოვნებით.”

წყარო: alia.ge