ანზორ მელიას კორონავირუსი დაუდასტურდა – როგორ მოატყუა პაციენტმა კლინიკა “გულის” მედპერსონალი

კლინიკა „გულში“, რომელიც კოვიდინფიცირებული ექიმების გამო, დაიკეტა, ვირუსი პაციენტმა გაავრცელა. მან ექიმებს არ უთხრა, რომ 4 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

 

როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა სიმართლე, მაგრამ კორონავირუსი უკვე მთელს კლინიკაში იყო გავრცელებული. კოვიდინფექცია დაუდასტურდა თითქმის ყველა ექიმს და მათ შორის,  კლინიკა „გულის მეპატრონეს, ცნობილ კარდიოლოგს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მამას, ანზორ მელიას.

როგორც მან „2020NEWS”-ს განუცხადა, კლინიკის თანამშრომლების 95% კოვიდვირუსით არის ინფიცირებული.

ბატონო ანზორგავრცელდა ინფორმაციარომ კლინიკა „გული“ დახურეთრა არის ამის მიზეზი?

-თანამშრომლების 95 % – ზე მეტს დაუდასტურდა კორონავირუსი, მათ შორის, მეც.

კლინიკაში ექიმი და ექთნები აღარ მყავდა და იძულებული გავხდით, კლინიკა 10 დეკემბრამდე დაგვეხურა.

დაიხურა რეანიმაცია, ინტენსიური, ემერჯენსი და დიაგნოსტიკის განყოფილება.

-ინფიცირებული ექიმების მდგომარება რამდენად რთულია?

-ჯერჯერობით, ვირუსი გართულების გარეშე მიდის, მაგრამ კლინიკაში კაციშვილი არ დარჩა, მარტო კარდიოქირურგია დავტოვეთ, ვინმეს მწვავე გადაუდებელი ოპერაცია რომ დასჭირდეს.

კლინიკაში მკაცრ ზომებს ვიღებდით, ისე ვიცავდით თავს, მაგრამ ვერ გავუძელით, ახლა სულ ვააანალიზებ, შეცდომა სად დავუშვით.

ხარჯი-ხარჯია, ყოველ დღე დეზინფექციის ვატარებდით, ავადმყოფი მაშინვე განყოფილებაში არ შეგვყავდა, ერთი დღე ცალკე პალატაში ვათავსებდით და შემდეგ განყოფილებაში გადაგვყავდა.

-მაშინ, როგორ გავრცელდა კოვიდინფექცია? ვინ დაინფიცირდა პირველი? ვირუსი პაციენტმა შემოტანა თუ – ექიმმა?

-რა თქმა უნდა, კლინიკაში კოვიდვირუსი პაციენტმა შემოიტანა. შემოვიდა პაციენტი, ერთი დღე იზოლირებულ პალატაში მოვათავსეთ, სიცხეს ვუზომავდით და არ ჰქონდა. პალატაში გადავიყვანეთ და რომ დამძიმდა მისი მდგომარეობა, მერე აღიარა, მანამდე ოთხი დღე სიცხე მქონდაო.

იზოლირებილ პალატაში სპეციალური ჩაცმულობაა, ჩვეულებრივ პალატაში, კი ისე არ ხარ დაცული, როგორც იზოლირებულში და ამ პაციენტიდან გავრცელდა ეს კოვიდვირუსი მთელ კლინიკაში.

ზოგიერთ პაციენტი კარგად არ მოგვექცა.მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ვირუსი მაინც გავრცელდა ჩვენს კლინიკაში.

„2020NEWS”