ბოლო-ბოლო რა გინდათ-კახურად დაგიწეროთ ახლა ეს წინადადება?

თითოეულ თქვენგანს, რა ქრონიკული დაავადებებიც გაწუხებთ, კარგი იქნება ყოველდღიურად რომ გიწეროთ მსოფლიოს სიკვდილიანობის სტატისტიკა?

 

წარმოიდგინეთ რომ თქვენ ფსიქიკაზე ვიძალადო – აი ამ მხრიდან მაინც შეხედეთ, სხვანაირად როგორ აგიხსნათ.
ახლა ვინც ამ დაავადებას ებრძვის, კაცები, ქალები, პატარა ბავშვები, იმათ იმედი ჭირდებათ, ტკბილი სიტყვა, მოფერება, სითბო და არა სახის ხოკვა, ტირილი და ა.შ
მესმის რომ გეშინიათ, და მართლა არაა ეს სირცხვილი, მაგრამ სხვებიც ხომ უნდა გაითვალისწინოთ?
ბოლო ბოლო რა გინდათ -კახურად დაგიწეროთ ახლა ეს წინადადება? ანუ ყოველდღიურად რომ აქვეყნებთ და აშინებთ ხალხს, მაგით ხალხს მოარჩენთ თუ გარდაცვლილებს გააცოცხლებთ? სრული კონტროლის ქვეშაა უკვე თქვენი ქვეცნობიერი!
თქვენთვის გეუბნებით ამას, თორემ მე ენა და ხელები კი არ მექავება.
მშვიდობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ ახლა ყველას, ვისაც უჭირს.

დიტო ბიძინაშვილი