პარტია “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე პანდემიის ფონზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ ხალხი სიღარიბის ზღვარზეა, მთავრობა კი ამის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს.
მისი განცხადებით, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ღმერთის ანაბარა არიან მიტოვებულები:
“რაც ახლა ხდება, თუ ამ ფორმით გაგრძელდა, მივიღებთ მშიერ ბუნტს და ეს იქნება გარდაუვალი რეალობა…
ისე, “ქართუ ჯგუფი” არ იყო, პანდემიის დაწყებისთანავე მთელი ამბით რომ გამოგვიცხადეს, ყველა დანაკარგს “ქართუ ჯგუფი” აანაზღაურებსო?!
ერთი თეთრი არ გაუღიათ ხალხის დანაკარგების შესამსუბუქებლად!
თუ, რამე გააკეთეს და გამოგვრჩა?!
სამაგიეროდ, რა დახმარებაც მოვიდა ყველაფერი ისე შეთქვლიფეს და გააქრეს მაღალ ეშელონებში, პასუხსაც არავინ გვაძლევს!
ქალბატონი ეკონომიკის მინისტრი კიდე, საერთოდ გარტყმაში არ არის რა ხდება და მომავალ წელს 5,6 %-იანი ზრდას გპირდება.
მოკლედ, ქვეყანა ისე ჩამოიმხეს თავზე, ვერც ერთი ბიზნესმენი ვეღარ “გაამხნევებს”, გამორიცხულია.
გამხნევება კი არა, დაიქცა ქვეყანა და იმის თავიც კი არ აქვთ, რომ ფორს-მაჟორი გამოახადონ!
ან რა ლოქდაუნებზე საუბრობენ?!
ადამიანებს მუშაობის საშუალებას აღარ აძლევენ, მაგრამ არც იჯარის თვალსაზრისით, არც საბანკო გადასახადების თვალსაზრისით ვალდებულებებს არა თუ უჩერებენ, არც კი უვადებენ!
თვითონ კი, ზრდა ნამდვილად ექნებათ.
თუნდაც ქალაქის ბიუჯეტი ვნახოთ.
270 მილიონით შეამცირეს ბიუჯეტი და 5,5 მილიონით გაიზარდეს სახელფასო ფონდი!
ცხოვრების დონე დაუვარდათ, როგორც ჩანს, მერიის ჩინოვნიკებს და იკომპენსირებენ.
დანარჩენი ქვეყანა, რიგითი ადამიანები კი, ისინი ვინც დღეს სახელმწიფო სექტორის გარეთ მუშაობენ, უბრალოდ ღმერთის ანაბარა არიან მტოვებული…” – განაცხადა ჭიჭინაძემ.
წყარო: alia.ge