ჯანდაცვის რესურსის მაქსიმალური ზღვარის დასახელება მოსახლეობას „გაათამამებს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„მაქსიმალური ზღვრის დასახელება მე მიჩენს განცდას, რომ მეტად უფრო ათამამებს ჩვენს მოსახლეობას, ვინაიდან, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ საწოლფონდი არსებობს, მაშინ ჩვენ ნაკლებად ვიცავთ წესრიგს.
აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვერიდები იმ რიცხვის დაანონსებას, რა რესურსიც ჩვენ გვაქვს.
თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რესურსი და ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ყველა ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
დიახ, ქალბატონო მინისტრო, თუ გვეცოდინება, რომ საწოლები აღარ არის, ავად არ გავხდებით და თუ გვეცოდინება, საწოლები გაქვთ, ავდგებით და ავად გავხდებით! რა გამოდის, აბა, საწოლები გაქვთ და ხალხი არ გადაგყავთ?
არაერთი პაციენტის პოსტს თვალს არიდებთ, მაგრამ არაერთი ექიმის წერილი დევს “ალიას” გვერდზე, სადაც ისინი ამბობენ, რომ პაციენტებს ვეღარ ეხმარებიან, ვეღარ გადაჰყავთ კლინიკაში და ვის უნახავთ ამ საწოლებს, თუ მართლაც გაქვთ, მინისტრო? გათამამდით, მინისტრო? მართალი ბრძანდებით, გაგათამამეთ!