— ოქროს მილიარდი —
პირბადეს მოსდევს ვაქცინა, ვაქცინას ზომბის ხალათი,
ძარღვებში ,,ანტიფრიზი” და ჩიპიზაციის სალათი,
უნაყოფობა, სიჩლუნგე, იმპოტენცია, გაქრობა,ილუმინატის ნებაზე რობოტობა და ჰამქრობა,
მოსახლეობის მოკლება, ვენური დაძინებები,
ქიმიო-ნარკოტიკისგან დაჩლუნგებული ვნებები,
ვერ აღქმა გენიოსების, დამარხვა დიდთა აზრების,
ნატურალური მსოფლიო, ქცეული მონად ბაზრების,
ოქროს მილიარდს ძერწავენ, ჩუმი ომია, ადვილი,
იმ მილიარდში არსად ჩანს ჩემი ეთნოსის ადგილი..
გურამ ქართველიშვილი