რუსეთში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოსკოვის რეგიონში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთეს.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „რადიკალი ისლამისტების ბინიდან ამოღებულია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა“.
გამოძიების ცნობით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ვლადიმირის ოლქში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი წარმოშობით, ცენტრალური აზიის ერთ-ერთი სახელმწიფოდანაა.