იუტას უდაბნოში უცნაური მეტალის მონოლითი იპოვეს (ვიდეო)

იუტას უდაბნოში უცნაური მეტალის მონოლითი იპოვეს, რამაც ადგილობრივი ხელისუფლება საგონებელში ჩააგდო. ამის შესახებ BBC წერს.

 

უჩვეულო ობიექტი ველური ბუნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, აშშ-ის შტატის შორეულ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადაფრენის დროს შეამჩნიეს.

მათი თქმით, არ არსებობდა მითითება, ვინ დაამონტაჟა მონოლითი, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 10-დან 12 ფუტამდე იყო (3.6მ).

„ეს იყო ყველაზე უცნაური რამ, რაც მთელი წლის განმავლობაში იქ ფრენის დროს მინახავს“,- აცხადებს ვერტმფრენის პილოტი ბრეტ ჰათჩინგსი. monoliti_o_h.jpeg

ჰათჩინგსი ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა 2001: A Space Odyssey -ს რეჟისორმა სტენლი კუბრიკმა დაამონტაჟა. ფილმში უცხო სახეობის შავი მონოლითები ჩანს.

გასულ კვირას იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა მართკუთხა ფორმის ლითონის ობიექტის სურათები გამოაქვეყნა. ამასთან აცხადებდა:„მართულ საზოგადოებრივ მიწებზე ნებართვის გარეშე სტრუქტურების დამონტაჟება უკანონოა. არ აქვს მნიშვნელობა, რა პლანეტის წარმომადგენელი ხარ“.

დეპარტამენტმა მონოლითის ზუსტი ადგილმდებარეობა არ გაამჟღავნა, იმის შიშით, რომ მკვლევარები მის მოძიებას შეეცდებოდნენ.

სტრუქტურის დამონტაჟებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

https://youtu.be/Drwi2vfLmLU