GE
  • GE
  • RU
  • EN
  • BGR
  • DE
  • ES
  • SRB
  • FR
  • HU
  • SK
  • PL
  • ID

კორონავირუსის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერჯერობით არაა იმის ზუსტი კალკულაცია, თუ რა დაჯდება ვაქცინა. თუმცა, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება:

 

„ზოგადად, ვაქცინაცია ეს არის ჩვენი ჯანმრთელობის ბაზა, აქედან გამომდინარე მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ის მოქალაქეებისთვის უფასო იქნება“,- განაცხადა „ღამის კურიერში“ ეკატერინე ტიკარაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება.