“მამაჩემის კლინიკა იკეტება, ექიმების 90% დაინფიცირებულია”

მამაჩემის კლინიკაში 200 ექიმიდან 90% დაინფიცირებულია და კლინიკა იკეტება, ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

 

„თურმე ქვეყანაში ყველაზე უსაფრთხო ადამიანი უნდა იყოს ივანიშვილი. ეს ვიცოდით, მაგრამ ამას უკვე დემონსტრირებენ. მამაჩემის კლინიკაში 200 ექიმიდან 90% დაინფიცირებულია და იკეტება კლინიკა. ბევრი სხვა კლინიკებიც იკეტებიან.

ექიმები დგანან ფრონტის წინა ხაზზე. ამ დროს პაატა იმნაძე მეუბნება, რომ ყველაფერი მაგრად გააკეთა ივანიშვილმა, მაგრამ ოპოზიცია, რომელიც მოსახლეობაში ნდობით სარგებლობს, მაგრამ არჩევნები მოპარეს მათ და ეს ადამიანები არიან ცუდები. დღეს ჩემთვის პაატა იმნაძე ზუსტად იგივეა, რაც ოთარ ფარცხალაძე. ადამიანი ერთხელ რომ ტყუილს იკადრებს, მერე არ იმსახურებს პატივისცემას. მიჭირს ამ სიტყვების თქმა, როცა ექიმების ოჯახიდან ვარ, მაგრამ არაგულწრფელი ადამიანები დავინახეთ.

ამირან გამყრელიძე თავისი ასაკით მამად მეკუთვნის და ხომ კარგად იცის, რომ ეს ხელისუფლება დღეს არის და ხვალ აღარ იქნება. რად უღირს თავისი რეპუტაციის შელახვა?! მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი და ბერა ამ ქვეყანაში პრაქტიკულად მეფედ იყვნენ გამოცხადებულნი?! უხერხულია“