ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN Brazil-ი ავრცელებს.
ის 60 წლის იყო. ამ დროისთვის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
მარადონა მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის მონაწილეა. 1986 წლის ჩემპიონი და 1990 წლის ვიცე-ჩემპიონი. რიგი გამოკითხვების მიხედვით, მარადონა მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა.
ბოლო პერიოდში ის იყო კლუბ „ხიმნასიას“ მწვრთნელი.
4 ნოემბერს მას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთდა, რის გამოც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.