“პაატა იმნაძე არის, უბრალოდ „ქართული ოცნების“ პარტიული, ჩვეულებრივი რიგითი კოორდინატორი, უბნის უფროსი, რომელსაც აქვს უფრო მეტი ხელფასი” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
“არჩევნებამდე ღია ცის ქვეშ არანაირი თავყრილობები არ იმართებოდა. ჯერ ერთი, ნაკლებია წყარო ინფიცირების ღია ცის ქვეშ. მაშინ მეტროსადგურებში რა ხდებოდა და დღესაც რა ხდება!?
მაშინ არ სჭირდებოდა ამას რეაგირება? მაგრამ პაატა იმნაძე არის, უბრალოდ, “ქართული ოცნების” პარტიული კოორდინატორი, უბნის უფროსი, რომელსაც აქვს უფრო მეტი ხელფასი, ვიდრე სხვა კოორდინატორებს” – აღნიშნა ნიკა მელიამ.
წყარო: alia.ge