გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე უფრო აშკარა გახდა და ნატომ თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს.
„ფაქტია ის, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, რუსეთი შეიარაღების ახალ სახეობებს ფლობს და რუსეთის საფრთხე უფრო აშკარა გახდა“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.
ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიამ თავისი პოზიციები უნდა გააძლიეროს და ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განიარაღება რუსეთთან მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან გამომდინარე უნდა აწარმოოს.