საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, ტაძარში ეკეთოთ პირბადე, ხოლო ვინც რისკის ჯგუფშია, დარჩეს სახლში

კორონავირუსის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

 

საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ტაძარში ყოფნის დროს დაიცვან დისტანცია და ეკეთოთ პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან.

„COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს:

აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში, მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.

ზოგადად, აუცილებელია, შესრულდეს ყველა ის წესი, რაც პანდემიის პირველი ეტაპის დროს იყო რეკომენდებული და ჩვენი მხრიდან გამოყენებული“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.