სასულიერო პირების პოლიტიკაში შესვლის საჭიროებას ვერ ვხედავ – დიმიტრი ხუნდაძე

“ქართული ოცნების” წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში სასულიერო პირების ჩართულობის აუცილებლობას ვერ ხედავს.

ამით დეპუტატი გამოეხმაურა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს, რომელმაც მხარეებს დიალოგისთვის ეკლესიის სივრცე შესთავაზა.

“მე ვფიქრობ, რომ პოზიტიური როლის შესრულება არის სასარგებლო, მაგრამ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ სასულიერო პირების ჩართულობა პოლიტიკაში, ასეთ სიღრმეში მათი შესვლა, უბრალოდ, საჭიროებას ვერ ვხედავ” – განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთის, მეუფე იაკობმა მწუხარება გამოთქვა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო და პოლიტიკოსებს მოლაპარაკებებისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა.

წყარო: ptn.ge