შემდეგი ტერიტორია, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, იქნება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები, ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაკის მცხოვრებლებს დროულად დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები და ამისთვის ადგილზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებს მიმართონ, სადაც მათ საჭირო დახმარებას გაუწევენ.
“ეს პროცესი საბურთალოს რაიონში, კონკრეტულად ამ გამზირებზე, დაიწყება მას შემდეგ რაც მუნიციპალური პავილიონები მოიხსნება ვაკის რაიონში. ჩვენ დამატებით ინფორმაციას მომდევნო მთავრობის სხდომაზე აუცილებლად მოგაწყვდით და გეტყვით ზუსტ თარიღებს თუ როდიდან ამოქმედდება ვაჟა ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებსა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე გექნებათ სრული ინფორმაცია თუ როდიდან იქნება შესაძლებელი რეგისტრაცია და სხვა სერვისების მიღება. რა თქმა უნდა, მანდაც მოვახდენთ ამ ჯიხურების განთავსებას, მას შემდეგ რაც ვაკის რაიონში დავამთავრებთ ამ პროექტის განხორციელებას” – განმარტა მერმა.
ვაკეში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 20 ნოემბერს ამოქმედდა.
წყარო: alia.ge