ეს მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის დამატებითი ძალიან დიდი დარტყმა იქნება – გიგა ბოკერია

ის ბოლომდე გაუაზრებელი ახალი შეზღუდვები, რომლებიც მთავრობამ მიიღო საერთო ჯამში, სრულიად გაუაზრებელია და მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის დამატებითი ძალიან დიდი დარტყმა იქნებაძ! – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ქვეყნის ზარალი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ხელისუფლებას არ აქვს არანაირი უნარი და კომპეტენცია ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად.

“ეს იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის დამატებითი დარტყმა, რის ფასაც მომავალში კიდევ გადავიხდით. დეტალებშიც არ შევალ, საერთო ჯამში, სრულიად გაუაზრებელია. ამ ხალხმა ერთხელ ასეთი და კიდევ უფრო მკაცრი ჩაკეტვის დროს არაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა მოემზადებინა ამ ტალღისთვის და ამის ფასს იხდის ახლა მთელი ქვეყანა, ადამიანების ჯანმრთელობისა და თვით სიცოცხლის ფასადაც კი. ეს პროცესი გრძელდება, სანამ ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი პოლიტიკური არარაოებების და კლოუნების გარემოცვა მართავს ქვეყანას. სამწუხაროდ, ეს ზარალი გაგრძელდება იმიტომ, რომ ამ ხალხს არც უნარი, არც რწმენა და არც არანაირი კომპეტენცია არ აქვს გააჩნია იმისთვის, რომ გადადგან ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას რეალურად სჭირდება” – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ახალი მთელი რიგი შეზღუდვები დააწესა.

წყარო: report.ge