იყავით ფრთხილად, მაგრამ ნუ დაისტრესებით! სიკვდილიანობა პროცენტულად თითქმის არ გაზრდილა!

მინდა, მივმართო დაფეთებულ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ისტრესებიან თეთრხალათიანი და შავკოსტუმიანი მავნებლების მიერ, ტელეეკრანებიდან თუ ინტერნეტის საშუალებით:

“ახალი კორონავირუსით” დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში მართლაც მკვეთრად გაიზარდა და ჩვენი მთავრობის მეთაური “ვირუსის მართვაზე” ძველებური რიხით ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ვირუსს თავისი ლოგიკა აქვს და ამ მხრივ იგი არ შეცვლილა: მთავარი მაჩვენებელი, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გართულებას იწვევს, გაზაფხულთან შედარებით, საქართველოში თითქმის არ შეცვლილა.

კერძოდ, ოფიციალურად არსებული მონაცემებით, 25 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში “კოვიდ19”-ით დაავადდა სულ 114889 ადამიანი, აქედან გარდაცვლილია 1085. გამოდის, რომ ვირუსით პირდაპირ თუ ირიბად განპირობებული სიკვდილიანობა არ აღემატება 1 პროცენტს! უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ თანაფარდობით, სიკვდილიანობის პროცენტია 0,94!

ეს ნებისმიერი მსგავსი ტიპის ვირუსების შემთხვევაში აბსოლუტურად ბუნებრივი, თუმცაღა სამწუხარო ნორმაა, რომელიც ზედმეტი განგაშის საფუძველს არ იძლევა.

მართალია, რაღაც მეათედ პროცენტებში სიკვდილიანობის მატება გაზაფხულთან შედარებით მაინც არის, ამიტომ და, არა-ამიტომაც, ზოგადად, სიფრთხილეა საჭირო – არანაირი ვირუსით დაავადება სასურველი და სასიამოვნო არ გახლავთ. მეორეს მხრივ, ნუ მიეცემით პანიკას, დაიცავით ელემენტარული ჰიგიენის წესები, მოერიდეთ დახუთულ და დახურულ სივრცეებს, ხალხის ბევრი რაოდენობით, ასევე მოერიდეთ შემთხვევით კონტაქტებს ახლო დისტანციაზე ა. შ., მაგრამ განაგრძეთ ცხოვრება ხალისით, რამდენადაც ეს დღევანდელ გაპარტახებულ საქართველოში შესაძლებელია.

იძულებულნი ვართ, ეს ელემნეტარული ამბები ჩვენ გითხრათ, ვინაიდან “მეინსტრიმული” მასმედია ასეთი ტიპის ინფორმაციებს ბლოკავს, ამასვე ბლოკავენ ამერიკული სოციალური ქსელები, სადაც ცენზურა თავაშვებულად მოქმედებს. ამიტომ მაქსიმალურად გაავრცელეთ ეს ინფორმაცია ერთმანეთში. რაც მთავარია, ყოველთვის ღვთის გწამდეთ, მას უთხარით მადლობა ნებისმიერ შემთხვევაში და მისი იმედიც ნებისმიერ ვითარებაში გქონდეთ!

 

პატივისცემით,

გულბაათ რცხილაძე