მდგომარეობის გაუარესება მიდის – რა კეთდება ზურა დოიჯაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად?

ზურა დოიჯაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად ტელემარათონი იგეგმება.

ჯანმრთელობაშერყეული მომღერალი დეკემბერში აქ უნდა იყოს, ასეთია მარათონის ორგანიზატორების სურვილი. ზურას მდგომარეობა უკვე ძალზედ კრიტიკულია და ის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს. ამისთვის “პოსტივიზე” მომზადდება ტელემარათონი და ზურას ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხა უნდა შეგროვდეს.

“ორგანიზმი ვეღარ უძლებს. მდგომარეობის გაუარესება მიდის. კომიდან გამოჰყავთ, მაგრამ აპარატზეა მიერთებული. კარგს ვერაფერს გეტყვით. ვერ მეტყველებს. ძალიან მძიმედაა. ღმერთის ანაბარა ვართ დარჩენილი. აი, ასე იმოქმედა მასზე საქართველოს ნოსტალგიამ”, – განაცხადა მომღერლის უახლოესმა მეგობარმა ნუგზარ კვაშალმა.

კონცერტი გაიმართება “პოსტივის” პავილიონში და მარათონის მსვლელობისას ნებისმიერ მსურველს შეეძლება თანხა გადმორიცხოს.

 

“რეზონანსი”