საქართველომ 1988-1992 წლებში რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვა- გოგი ლორთქიფანიძე

ჭადრაკი და ცხოვრება ძალიან გვანან ერთმანეთს.

საჭადრაკო პარტიაში დებიუტში მძიმე შეცდომა თუ დაუშვი, ჩათვალე, რომ წაგებული ხარ – ძალიან თუ არ გაგიმართლა და მეტოქემ უნებურად ფიგურა თუ არ დაგისვა, რაც ძალზე იშვიათად ხდება, წასულია შენი საქმე.

საქართველომ კი დებიუტშივე – 1988-1992 წლებში – ერთი კი არა, რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვა.

მართალია, შამათი ჯერ არ ჩაგვისვეს, მაგრამ პოზიცია უმძიმესია და საოცრება თუ არ მოხდა…

გ.ლ.

P.S. და კიდევ კულუარული მმართველობისა გიკვირთ? მაღაზიაში დახლზე რაც შემორჩა, სულ ეგაა რა…

გოგი ლორთქიფანიძე