სი ძინპინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

„ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ჯანსაღი და სტაბილური განვითარების ხელშეწყობა არა მხოლოდ ორივე ერის ფუნდამენტურ ინტერესებში შედის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების ზოგად მოლოდინსაც აკმაყოფილებს“, – ნათქვამია ჩინეთის ლიდერის წერილში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ბაიდენისთვის გამარჯვება ჯერ კიდე არ მიულოცია.