ტაქსით გადაადგილება არ იზღუდება

მსუბუქი ავტომობილით და მათ შორის ტაქსით გადაადგილება არ იზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

“28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით აკრძალულია მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა” – ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში.

წყარო: cyc.ge