ზოგი კერძო მანქანით, ზოგი კი ველოსიპედით

დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად ყველანაირი პრობლემების გარეშე. არანარი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის, ზოგი კერძო მანქანით, ზოგი კი ველოსიპედით შეიკრიბება. არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს დეპუტატების შეკრებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქორწილს, ქელეხს, ან აქციას შორის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის.

„დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად ყველანაირი პრობლემების გარეშე. არანარი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის, ზოგი კერძო მანქანით, ზოგი კი ველოსიპედით შეიკრიბება. არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს დეპუტატების შეკრებისთვის, თუმცა რაც შეეხება აქციებს, საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც წყინს, რომ შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან სხვადასხვა მიზეზის გამო ტრილობების დაუშვებლობის, წესების დაცვის გამო, არ ვიცი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რა სხვაობა ქორწილს, ქელეხს, ან აქციას შორის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

“იმედინიუსი”