ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ შეზღუდვების პერიოდში პირები, რომლებიც მუშაობენ და ტაქსით სარგებლობის საშუალება არ აქვს – განაცხადა, რომ ეს საკითხი მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ განხილვის პროცესშია.
“მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად საკითხს განიხილავს და ვაანალიზებთ, არსებობს თუ არა შესაძლებლობა იმისათვის, რომ ეს საკითხი დაფინანსდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებისთვის 300 ლარიანი პაკეტით დახმარება არ ვრცელდება, არის სხვა სახის დახმარებები, მაგალითად, კომუნალური შეღავათი. ასევე, ისინი, ვინც არაფორმალურ სექტორში არიან თვითდასაქმებულები, ისინი 100 000 ქულამდე მყოფ ოჯახებს წარმოადგენენ და ამდენად, სწორედ ამას ითვალისწინებს ჩვენი დახმარების პაკეტები,” – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.
“რუსთავი2”