დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს პირობას უყენებს

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს პირობას უყენებს.

 

მისი თქმით, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს შესვლას როგორც პრეზიდენტი, თუკი დაამტკიცებს, რომ „სასაცილო 80 მილიონი ხმა“ მოტყუების და უკანონო გზით არ მიუღია. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„როდესაც თქვენ ხედავთ, რა მოხდა დეტროიტში, ატლანტაში, ფილადელფიასა და მილუოქში, მასობრივი გაყალბება, მის წინაშე დგება დიდი გადაუჭრელი პრობლემა!“ – წერს დონალდ ტრამპი.