ესაა ტერორი! კომენდანტის საათი რა საჭიროა და რა კავშირშია ვირუსის გავრცელებასთან?

ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება ადამიანი საკუთარი ნებით თავისუფლებაზე ამბობდეს უარს და სხვას აძლევდეს უფლებას თავისუფლების შეზღუდვაზე!

 

სულ რომ საუკეთესო და ბაჯაღლო ხელისუფლება გყავდეს, მაშინაც გასაკვირია და მითუმეტეს ამ ჩვენს ზოგიერთ ბედოვლათს როგორ უწონებთ რომ სახლებში გამოგკეტონ?

კომენდანტის საათი რა საჭიროა და რა კავშირშია ვირუსის გავრცელებასთან? ესაა ტერორი!

თორემ თუ ყველაფერი დახურულია რესტორანიც, კლუბიც და მაღაზიაც, თავშეყრა ხომ არ მოხდება და 21:00–დან დილის 5–მდე ფეხით ან საკუთარი ავტომობილით ქუჩაში რომ გავიდე რატომ მიშლი?

ცალკე საკითხია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. ტრანსპორტში ხომ წესებს ყველა იცავდა, ნიღბები ხომ ყველას ეკეთა? რა ქნას ისედაც გაღატაკებულმა ხალხმა სამსახურში (ვისაც სამსახური აქვს) როგორ იაროს? ყველას ხომ არ აქვს ყოველდღე ტაქსის ფული? რა ქნან მძღოლებმა, რამდენიმე ოჯახს რომ არჩენენ?

ან სავაჭრო ცენტრებს და სხვა დაწესებულებებს რომ კეტავთ, რა ქნას იქ მომუშავე ხალხმა, ზოგს ბანკის ვალი აქვს, ზოგს ბინის ქირა აქვს გადასახდელი, ზოგს ელემენტარულად საჭმლის ყიდვის პრობლემა რომ შეექმნება?
აშშ–ს და ევროპის უმდიდრეს ქვეყნებს რომ ედრებით იქ დახმარების სოციალური პაკეტი რამდენია ხომ ძალიან კარგად იცით?
როდესაც რამდენიმე ათასი კაცი რჩება უმუშევარი, ეს ხომ ბუმერანგის პრინციპია და აუცილებლად მთელ ქვეყანას შეეხება? შემოსავლების კლების, ან კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესების კუთხით? ზარალი გაცილებით დიდი იქნება და ჩვენი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება!

ხალხს კორონა მოკლავს თუ შიმშილი არანაირი მნიშვნელობა არა აქვს!”