კიდევ ერთი თავდასხმა – „საქართველოს ბანკში” შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა

დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის” ექსპრესფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

როგორც თვითმხილველმა განაცხადა, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, გატაცებული თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება ყაჩაღობის მუხლითაა დაწყებული.

 

“რეზონანსი”