საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4,780 დაუდასტურდა, კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 123,470 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 102,270-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1,161 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2,114 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6,251 პაციენტი. კოვიდ სასტუმროში 3,863 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
“იმედინიუსი”