მარადონასთან გამოსამშვიდობებლად მისული გულშემატკივარი ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალეს
არგენტინაში პოლიციასა და დიეგო მარადონას გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. გულშემატკივრები მარადონას კუბოსთან მისვლას ცდილობდნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
სპეცრაზმმა გულშემატკივრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
http://cdn.jwplayer.com/players/WD9Y9Ceo-T4czDq18.html?jwsource=cl
ათასობით გულშემატკივარი ფეხბურთელთან გამოსამშვიდობებლად ხუთშაბათს დილიდან მივიდა. მარადონას ცხედარი კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაასვენეს, საღამოს კი ის კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვედრით დაკრძალეს.
წყარო: ptn.ge